დავით ჭიჭინაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა არ უნდა ჰქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭება არ უნდა მოხდეს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას შეზღუდავს.
„ისეთ რაღაცებზე იყენებს ვეტოს პრეზიდენტი, იმედია, რომ ამაზეც გამოიყენებს. ალბათ ვეტოს დროს შევეცდები, დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ ვეტო არ გადავლახოთ. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭებით, ირღვევა ბევრი პრინციპი, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულ ტელევიზიებთან კონკურენციაში არ უნდა შედიოდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი დატვირთვა – ის საზოგადოების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული“, -აღნიშნა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები