ვლადიმერ პუტინმა, დონალდ ტრამპს, სანკტ-პეტერბურგში მოსალოდნელი ტერაქტების აღკვეთისთვის, მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპს მობილურით დაუკავშირდა, სანკტ-პეტერბურგში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ მიწოდებული ინფორმაციისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთის სპეცსამსახურებს ექნებათ ინფორმაცია აშშ-ში მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, ანალოგიურად მოიქცევიან და ამერიკულ სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა, რუსულ სპეცსამსახურებთან ითანამშრომლეს და სანკტ პეტერბურგში მოსალოდნელი მასშტაბური ტერაქტების სერია აღკვეთეს. ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ავრცელებენ.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ სანკტ-პეტერბურგში მოსალოდნელი ტერაქტების შედეგად, უამრავი ადამიანი დაიღუპებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები