დავით ჭიჭინაძე: პრემიერის გადადგომის საბაბს ვერ ვხედავ

პრემიერის გადადგომის საბაბს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატი, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას, დადებითად აფასებს.
„პრემიერს პარლამენტში საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს და ეს კენჭისყრაზეც გამოჩნდება. დატოვებს პოსტს თუ დარჩება, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. პრემიერი არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გუნდის ლიდერი, მისი მეშვეობით საკმაოდ წარმატებული არჩევნები ჩავატარეთ, ქვეყანა ვითარდება და შესაბამისად, პრემიერის გადადგომის საბაბს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები