ზურაბ ალავიძე: ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას პრემიერიც და მისი გუნდიც

“ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას პრემიერიც და მისი გუნდიც”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომასა და მის ადგილას გიორგი გახარიას დანიშვნასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო გუნდში რაიმე სახის ცვლილება არ იგეგმება.
“გულწრფელად გეუბნებით, ამას საფუძველი არ აქვს. დაველოდოთ მოვლენებს. არაფერი არ იგეგმება, გუნდი მუშაობს ჩვეულებრივად. ამ მითქმა-მოთქმებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას პრემიერიც და მისი გუნდიც”, – განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პროგრამას პარლამენტში დღეს სრული მხარდაჭერა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები