მიხეილ დუნდუა: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელი უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე 2017 იყო

სავალუტო ფონდის პროგნოზით და მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, 2018 წელი უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე 2017 იყო, – ამის შესახებ ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიხეილ დუნდუამ საარსებო მინიმუმის საკითხზეც ისაუბრა.
„წლიდან წლამდე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი იქნება გაზრდილი, საარსებო მინიმუმი რომ არ გაიზარდოს, მაშინ პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს დეფლაცია, მაგრამ ასეთი რაღაც არ მოხდება. ეკონომიკური კუთხით, დეფლაცია კარგ ფაქტორად არ არის მიჩნეული“, -აღნიშნა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები