მიხეილ დუნდუა: საქართველომ კარგად გაართვა თავი საინვესტიციო წახალისების პოლიტიკას

„საქართველომ კარგად გაართვა თავი საინვესტიციო წახალისების პოლიტიკას, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ინვესტიციების და ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით, მკვეთრად დადებითი ვითარებაა.
„საქართველომ კარგად გაართვა თავი საინვესტიციო წახალისების პოლიტიკას. ყველა პარამეტრი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის შეფასებული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ინვესტიციების და ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით, მკვეთრად დადებითია ვითარებაა“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, მისი თქმით, ქვეყანაში საექსპორტო პოზიციების კუთხითაც გაუმჯობესებულია ვითარება.
„წმინდა ექსპორტი, ანუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე, ისტორიული მაქსიმუმის დონეზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული პროდუქტი ადგილს იმკვიდრებს მსოფლიოში, მაღალი მაჩვენებელი აქვს მას ევროკავშირის მიმართულებით, ევროკავშირი ხდება უდიდესი მნიშვნელობის პარტნიორი საქართველოსთან მიმართებაში, თავისუფალმა ვაჭრობამ ამ პროცესში, ბუნებრივია, დადებითი გავლენა იქონია, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში მავნებელი ფაროსანას გამო, მნიშვნელოვნად დაზარალდა თხილის ბიზნესი.“ – აღნიშნა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები