“პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია”

პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის დაზუსტებულ მონაცემს 17.6 პროცენტით აღემატება. უცხოური ინვესტიციების მიხედვით ლიდერი ეკონომიკის სექტორში ტრანსპორტი და კომუნიკაციებია, სადაც ინვესტიციებმა 178 მილიონი აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტი, შეადგინა.

მინისტრის თქმით, მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე მშენებლობაში, ენერგეტიკაში, საფინანსო სექტორსა და მრეწველობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები