ირაკლი ხმალაძე: თბილისის მერიამ ალილოსთვის 33 000 ლარი გამოყო

თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოს 33 000 ლარი ალილოს ჩასატარებლად გამოუყო. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ალილოს სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ალილოს მსვლელობას უერთდება. ტრადიციულად, თბილისში შობის დღესასწაულზე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო ალილო იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები