სოფელ ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ერთ ქუჩაზე დასრულდა

კრწანისის გამგეობამ სოფელ ფონიჭალაში გზის კაპიტალური მშენებლობა კიდევ ერთ ქუჩაზე დაასრულა.
საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად, ილორის ქუჩაზე მოწესრიგდა, სადაც ასფალტის საფარი 3000 კვ.მ-ზე დაიგო.
მიმდინარე წელს ქვემო ფონიჭალაში საგზაო სამუშაო რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდა – გზა კაპიტალურად მოეწყო აფხაზეთისა და გულბანის I და II ჩიხებში, აღმაშენებლის II ჩიხში, ასევე რაფავას, ხვიტიასა და გაგრის ქუჩებზე.
გზების მშენებლობის სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „გუმი“ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ კაპიტალური გზა სოფელ ფონიჭალაში ამ დრომდე არ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები