ლანჩხუთში ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი შენდება

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი მალე ლანჩხუთის მოსახლეობას მოემსახურება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მშენებლობა გურიის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერა.
წლების განმავლობაში ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა. მალე საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა.
წლის ბოლომდე დაგეგმილია 16 სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი, 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები