ზუკა რურუა – Eagle Hills-ის პროექტზე: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, უპრეცედენტო, რაც აქამდე არ მომხდარა საქართველოში
“პრემიერმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამხელა ინვესტიცია შემოდის – ჩვენს ქვეყანაში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ზუკა რურუამ Eagle Hills-ის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მიწის მეპატრონე იქნება სახელმწიფო.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, უპრეცედენტო, რაც აქამდე არ მომხდარა საქართველოში. ამიტომ, ვფიქრობ ჩვენმა საზოგადოებამ უკვე სწორად შეაფასა და გააანალიზა, თუ რამხელა საქმე გაკეთდება”, – აღნიშნა რურუამ.
Eagle Hills სამშენებლო სამუშაოებს კრწანისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყებს.