ზაზა გაბუნია: კალაძის განცხადება, მწვანე საფარის, ნარგავების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის – საკვანძოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია თბილისის მერის გადაწყვეტილებას, მწვანე ნარგავების შესახებ, დადებითად აფასებს და მნიშვნელოვანს უწოდებს.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, კახა კალაძის განკარგულებას ნარგავების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს.
„დედაქალაქის მერმა დღეს გააკეთა უმნიშვნელოვანესი განცხადება და გასცა დავალება, რომელსაც თბილისის მწვანე საფარის, ნარგავების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, ეს იქნება ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო პროცესში ეკოლოგიასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების სისტემაში მოყვანისა და დედაქალაქის რეალურ პოლიტიკად ქცევისათვის. ჩვენ მივესალმებით ამ პოლიტიკას და მზად ვართ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც, რაც დაეხმარება დედაქალაქის მთავრობას, რომ ეკოლოგიური პოლიტიკის მართვა იყოს ეფექტიანი და მერიას ჰქონდეს საკმარისი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ მოსახლეობისა და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მიმართულებაში გადადგას მკვეთრად დადებითი და საჭირო ნაბიჯები“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა, მწვანე ნარგავების ჭრის საფასური გაიზარდოს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა “არაადეკვატური და არასერიოზულია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები