ირაკლი კობახიძე: უქმდება არაქმედითი, ნულოვანი ეფექტურობის მქონე უშიშროების საბჭო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით არაქმედითი, ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანო – უშიშროების საბჭო უქმდება.
როგორც მან განმარტა, უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმება უპირობოდ აუცილებელი იყო, რათა არ ყოფილიყო დისონანსი კონსტიტუციურ სისტემაში.
”კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება არაქმედითი, ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანო – უშიშროების საბჭო. მე გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი. მისი ფუნქცია არის თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობა, რაც რეალურად არის მთავრობის უფლებამოსილება. დღევანდელ კონსტიტუციაში არის სრულიად პარადოქსული, აბსურდული და ნონსენსური ნორმა მოცემული, რომლითაც გაწერილია უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და სტატუსი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები