იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა, ავსტრიიდან რუსული ბუნებრივი აირის შემოტანის შეჩერების გამო გამოაცხადა.
დღეს დილით, ავსტრიის ქალაქ ბაუმგარტენში მდებარე ბუნებრივი აირის ჰაბში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. ბუნებრივი აირის ჰაბის ფუნქციონირება მთლიანად შეწყდა. ავსტრიის ბუნებრივი აირის რეგულატორ E-Control-ში განაცხადეს, რომ წყდება იტალიის, სლოვენიის და უნგრეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტული მიწოდება.
ცენტრალური ევროპის ბუნებრივი აირის ჰაბი ავსტრიაში, ბაუმგარტენში, სლოვენიის საზღვართან მდებარეობს. ეს არის საერთაშორისო მოედანი ბუნებირვი აირით ვაჭრობისთვის, რომელიც ევროპის უმსხვილესი გამანაწილებელი ცენტრების სამეულში შედის. ამ სადგურის მეშვეობით, დასავლეთ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ნაკადის მთელი მესამედი გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები