კენიაში 13 სხვადასხვა ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არიან გარდაცვლილები

კენიის რესპუბლიკაში მომხდარი საშინელი ავტოავარიის შედეგად, 16-მდე ადამიანი გარდაიცვალა. 13 სხვადასხვა ტიპის ავტომობილი ერთმანეთს, რამდენიმე საათის წინ შეეჯახა. ინცინდენტის ადგილას, სამართალდამცველები, მაშველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან, რომელთა ვარაუდით, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. პოლიციის უფროსის განცხადებით, გარდაცვლილთა გვამები, ნაკურუს მორგში გადააგზავნეს.







კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები