ლარი გამყარებას განაგრძობს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6258 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6258 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0415 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0916 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.055 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები