ლაბორატორიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩაატარა. ლაბორატორიას სოციალური მიმართულების კაბინეტის, გეოეკოლოგიის  კლუბის წევრები ესტუმრნენ და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრის დროს, მოზარდებს შემეცნებითი პროგრამა წარედგინათ, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ. სხვადასხვა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი ბროშურები და ლაბორატორიის სიმბოლიკიანი სუვენირებიც გადაეცათ.

შეხვედრის დროს, კლუბის წევრებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და  ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი,  შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია  ცდილობს, მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების  პოპულარიზაცია და ახალგაზრდული იდეების ხელშეწყობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაგეგმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები