ოზურგეთში მამაკაცი დანით დაჭრეს

ოზურგეთში 31 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები მარცხენა გულმკერდის და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები