ნაძალადევის რაიონში 16 სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში 16 სპორტული მოედანი განახლდა. ერთ-ერთი პროექტი თბილისის ზღვაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული და საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ე.წ. ტურბაზის ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედნის გარშემო ლითონის იზოლირებული ბადე მოეწყო, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი და აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სტადიონის გვერდით კი, კაუჩუკის საფარი მოეწყო და ატრაქციონები დამონტაჟდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 75 414 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები