გიორგი ტყემალაძე ნასაგურის ბაგა-ბაღში იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე დღეს დილით, თბილისს შემოერთებულ ნასაგურის დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღში მივიდა. ტყემალაძე ბაღში სასწავლო დღის დაწყებას დაესწრო და მშობლებსა და ბაღის პედაგოგებს გაესაუბრა.

სამგორის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვედრაზე ნასაგურში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და გიორგი ტყემალაძეს დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნაში დახმარება სთხოვეს. გარდა ამისა, მოსახლეობის თქმით, სოფელ ნასაგურში არ არის პირველადი ჯანდაცვის პუნქტი და მოუგვარებელია საგზაო ინფრასტრუქტურა.

გიორგი ტყემალაძე მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ჩამოთვლილ საკითხებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მომავალ წელს მათი  ნაწილი მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები