სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს ამჯერად, გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 – კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების ოთხ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, პარალელური გზაგამტარის,  სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის  მშენებლობა. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 370 ადამიანია დასაქმებული.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქვეყნის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.

პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია.  სამუშაოების დასრულება 2018 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები