ვეჯინში, ბუნებრივი აირის დაგროვებამ, აფეთქება გამოიწვია – არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ვეჯინში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები