კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა.
ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გურასპაულმა ხმების 80% მიიღო. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შიო ხეცურიანმა. მან მიზეზად ფედერაციის ხელმძღვანელთა უსამართლობა დაასახელა.
პრეზიდენტის პოსტზე პაატა გურასპაულის კანდიდატურა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა წარადგინა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა.
პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 4 წლით უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები