გორში დედა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.