კახა კალაძე: თბილისის მერია საახალწლოდ გარევაჭრობისთვის სპეციალურ ადგილებს გამოყოფს

„თბილისის მერია საახალწლოდ გარევაჭრობისთვის სპეციალურ ადგილებს გამოყოფს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
კალაძის განმარტებით, მერია უახლოეს დღეებში სპეციალურ ადგილებს დაასახელებს, სადაც გარევაჭრობა დროებით შესაძლებელი იქნება.
„გამოყოფილია ადგილები და უახლოეს დღეებში მერია წარმოადგენს ამ კონკრეტულ ადგილებს თავის ვიდეორგოლით, სად იქნება შესაძლებელი გარევაჭრობა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები