ინდოეთში ფრანგი ჟურნალისტი პოლ ედვარდი დააკავეს

ინდოეთის პოლიციამ, ფრანგი ჟურნალისტი პოლ ედვარდი, სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის დააკავა. ამის შესახებ კაშმირის პოლიციის უფროსმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი ნებართვის გარეშე დოკუმენტურ ფილმს იღებდა.
დაკავებულ ფრანგ ჟურნალისტს, ინდური ბიზნეს-ვიზა ჰქონდა, რომელსაც ვადა მომავალი წლის დეკემბერში ეწურებოდა, თუმცა, ბიზნეს-ვიზა, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, დოკუმენტური ფილმის გადაღების უფლებას არ იძლევა.
პოლ ედვარდმა თავდაცვის სამინისტროსგან, კაშმირში ფილმის გადაღებისთვის ნებართვა ითხოვა, თუმცა, მან უარი მიიღო, რადგან ბიზნეს-ვიზა ჰქონდა. განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები