რუსთავში მძღოლების საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

  რუსთავში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლებმა თბილისი-რუსთავის ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის 173-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. აქციის მსვლელობის დროს შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დღეს რუსთავში მომხდარ ტრაგედიას – ვეფხია გოგილაშვილის მიერ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას კომპანია „ინტერტრანსის“ მიერ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობას უკავშირებენ.
დღის ბოლოს მძღოლები რუსთავის მერიასთან შეკრებას და აქციის გამართვას გეგმავენ.
რუსთავში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლმა ვეფხია გოგილაშვილმა, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელბით დაასრულა. მან საკუთარ საცხოვრებელ ბინაში თავი ჩამოიხრჩო.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები