ზურაბ პატარაძე ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე” იმყოფებოდა, სადაც დღეს ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გაიმართა.
როგორც “კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ზურაბ პატარაძემ აფეთქების ფაქტის შეტყობისთანავე დატოვა კურორტი „გოდერძი” და მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში დაბრუნდა.
აჭარის მთავრობის თავმდჯომარე შემთხვევის ადგილზე მივიდა და აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივმა აირმა გამოიწვია და 9 ოჯახი დააზარალა, რომელთაც მერიამ უკვე შესთავაზა დროებითი საცხოვრებელი ფართები.
ამ დროისათვის შპს ,,სანდასუფთავების” თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავება დაასრულეს, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების შეკეთებისა და დროებითი გადახურვის ღონისძიებები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.
ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები