ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვნებიც, ისინი სტაციონარში გადაიყვანეს. სახლის გარეშემო მდებარე კორპუსებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ავტომანქანები.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები