სუს-ი: ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ მამუკა სამხარაძის გასათავისუფლებლად, მუშაობა მიმდინარეობს
სოფელ კირბალიდან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე – მამუკა სამხარაძე გაიტაცეს. ეს ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
რუსი მესაზღვრეების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ინფორმაციით, ოჯახი მამუკა სამხარაძის მიმართ დაკისრებულ 2000 რუბლის გადახდას ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა 39 წლის მამუკა სამხარაძე სოფელ კირბალთან ტყეში დააკავეს, სადაც ის ფიჩხის მოსატანად იყო წასული.