სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას

რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც ახალი რესპუბლიკების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავსტრიაში, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პირველი არხის ჟურნალისტმა სერგეი ლავროვს კითხვით მიმართა – როდის აპირებს რუსეთი, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტმა ლავროვს მიმართა, შეეფასებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც რექს ტილერსონი ამბობს, რომ საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ეუთომ უნდა დაგმოს რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს ეუთოს წვდომას საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
„დიდი მადლობა თქვენ განცხადებისთვის. მე ტილერსონზე არაფერი შემიძლია ვთქვა. ტილერსონმა დაგმობისკენ მოუწოდა არა რუსეთს, არამედ თქვენ, ასე რომ, შეგიძლიათ, დაგმოთ. ტილერსონმა დაგმო რუსეთის ქმედებები და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა, ხოდა დაგმეთ. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც ორი ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სერგეი ლავროვი ავსტრიაში, ვენაში ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები