რომანი „დათა თუთაშხია“ ბულგარულად მეორედ გამოიცა

ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ ბულგარულად მეორედ გამოიცა. ახალი გამოცემა ბულგარეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საქართველოს ელჩმა ბულგარეთში ზურაბ ბერიძემ განუცხადა, რომ ბულგარულ ენაზე „დათა თუთაშხია“ 70-იან წლებში ითარგმნა, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოცემულა. „ჩვენ, ქართული დიასპორის დახმარებით, გამოვეცით ეს ბრწყინვალე ნამუშევარი და, როგორც ჩვენმა ბულგარელმა კოლეგებმა გვითხრეს, შესანიშნავი თარგმანია ბულგარულ ენაზე“.
წიგნი საქართველოს საელჩოსა და სათვისტომოს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა და მისი შეძენა  სოფიაში, საშობაო ბაზრობაზე იქნება შესაძლებელი.
„დათა თუთაშხია” პირველად ბულგარულ ენაზე 70-იან წლებში მარია ხაჯიევამ თარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები