აშშ-მა და უნგრეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მიერ ინიციირებულ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს და ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“. დოკუმენტს, რომელიც კიევის მთავრობის მიერ იყო მომზადებული, მხარი სულ 107-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, 12-მა ქვეყანამ ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 51-მა თავი შეიკავა.
მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა თავი შეიკავეს გაეროს გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციაზე კენჭისყრისგან, რომელიც კიევის მთავრობის მიერ იყო მომზადებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა დოკუმენტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას ყოვლისმომცველი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.