ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტის საკითხებზე ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ სწავლებაში, რომელიც „ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის სავაჭრო წესებსა და ბაზრებზე წვდომის“ საკითხებს ეხებოდა. სწავლება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა ჩაატარეს.

ტრენინგ-სემინარი მიზნად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებული სოფლის მეურნეობის შესახებ, სავაჭრო წესების გაგებას და განხორციელებას ისახავდა; ასევე, ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმებისა და ამ სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებზე – ფართო სპექტრის დისკუსიის წარმართვას, რაც სამომავლოდ, მიმართულია საქართველოს  სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის განვითარებისაკენ. სემინარი, მოიცავდა საბაზრო წვდომის პრობლემების სხვადასხვა ასპექტებსა და ჩინეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მიერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობას.

სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება დაეთმო ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილს, რომელიც ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტისათვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო ვაჭრობის განვითარებას ევროკავშირის ქვეყნებთან და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, შესაბამისად, ქართული სასურსათო პროდუქტების ექსპორტისთვის სოფლის მეუნროების სამინისტროში შემავალი სტრუქტურები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან. მსგავსი სახის სწავლებები კი ხელს უწყობს პროცესის სწორად წარმართვას.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარული ორგანოების წარმომადგენლებმა; ასევე, ამავე  სექტორის ინსტიტუტებმა, რომლებიც ახორციელებენ ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები