საშუალო წნევის მაგისტრალის დაზიანების გამო, ზესტაფონის 800 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
უხვად მოსული ნალექის გამო, ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე, საყრდენი კედელი ჩამოიშალა, რის გამოც, საშუალო წნევის მაგისტრალი დაზიანდა და დაახლოებით 800 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. გაზი ამ დროისთვის არ მიეწოდება, ზედა საქარის, ლაღიძის, უზნაძის, მერკვილაძის, მარჯანიშვილის და მის მიმდებარე ქუჩებს. გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვის-ცენტრში აცხადებენ, დღის ბოლომდე ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება ქალაქის აბონენტებს, 9 დეკემბრიდან კი, ზედა საქარის მოსახლეობას.