ჩეხეთმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქადაა აღიარებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი მიდის მხოლოდ დასავლეთ იერუსალიმზე და არ მოიცავს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას“ გამოხატავდა. უნგრეთის პოზიციის გამო აღნიშნული განცხადება არა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, არამედ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის სახელით გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები