საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრამპის იერუსალიმთან დაკავშირებთ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც დონალდ ტრამპის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებას ეხება.

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, როგორც დღეს გახდა ცნობილი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა. ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან გადასატანად მზადება დაიწყონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები