მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც ეუთოს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მონაწილეობას იღებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი პლენარული სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერთან, ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, იგეგმება მათი მხრიდან მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხრდამჭერი განცხადების მიღება.