ოკუპირებული ცხინვალის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი სცემეს

ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ერთ-ერთი საჯარისო ნაწილის ჯარისკაცი ალან ქელეხსაევი სხვა ჯარისკაცებმა ისე სცემეს, რომ გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მომხდარის შესახებ ჯარისკაცის დედამ ოლესია კოჩიევამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ ჩემ შვილს, ქელეხსაევ ალანს „დუბინკით“ რამდენიმე პირმა მისსავე სამხედრო ნაწილში სცემა. ეს ვიღაც უფროსის, გურამის ბრძანებით გააკეთეს. მას ოპერაციის გადატანა მოუწია და ახლაც აქვს ჰემატომა.“ ასევე, კოჩიევამ ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს თხოვნით მიმართა, უზრუნველყოს დამნაშავე პირების მკაცრად და სამართლიანად დასჯა.
ჯარისკაცის დედა აღნიშნავს, რომ არა აქვს საშუალება, შვილი სამკურნალოდ რესპუბლიკის გარეთ წაიყვანოს. ის წერს, რომ სამწუხაროდ, მომხდარის შემდეგ, საჯარისო ნაწილიდან მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც კი უკითხავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები