გია ვოლსკი: ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებაზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ

0

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რაც ქართველ ხალხს გააჩნია.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მიზნად უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს.
“საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ მძლავრი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი, სანამ რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მითუმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი