“შედეგები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, არასრულწლოვანთა დანაშაულის კუთხით, მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც გამოგვრჩა”

“პირველ რიგში, პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმოკლეს დროში შს სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, ზომები უნდა მიიღოს, თუმცა საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და ამ კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრს ჩართვისკენ მოუწოდა.
„უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მივიღოთ ზომები რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ამასთან ერთად ალბათ, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც, მინდა რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და ამ დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შედეგები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, რომ გთხოვოთ მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში, პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. რა თქმა უნდა, ჩვენ მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში, ალბათ, იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები