პრემიერი: ჩვენ ახლავე გვინდა გარკვეული ზომების მიღება, რომ სკოლა, მისი შემოგარენი დაცული იყოს

“ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც, იყოს დაცული, რათა მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვის გაშვება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შს სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად, ეფექტურად იმუშავა და მგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და მე მგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი მაინც არის, მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ ის გზები, რომ ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს, ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც, იყოს დაცული, რათა მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვის გაშვება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენ შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ. მათ აქვთ იდეებიც, აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ჩვენი დამოკიდებულებისგან ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ხოლმე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები