ილო ტუღუშის მეუღლე: ჩემი ქმარი მოკლულია

0

ფეხბურთის მსაჯის, ილო ტუღუშის ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს. როგორც ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა განაცხადა, მისი მეუღლის გარდაცვალება, სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.

”გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეული. აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არ დავინდობ, ყველას ამოვალპობ“, – განაცხადა ეკა ტუღუშმა.

გარდაცვლილის დედის, მანანა ტუღუშის განცხადებით, მასთან ფეხბურთის ფედერაციიდან იყვნენ მისული.

”აქ იყვნენ მოსული, ჩემი შვილი იკითხეს, ტელეფონს არ პასუხობდა. მოსული იყვნენ, ფედერაციიდან ვართო. ორი ბათუმიდან იყო. არ გაახმიანოთო, გვეუბნებოდნენ. შვილი მომიკლეს, მაგრამ რაზე მომიკლეს, არ ვიცი”, – განაცხადა მანანა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.

კომენტარები

კომენტარი