გუმათჰესზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ქუთაისში, გუმათჰესის 2-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
40 მეხანძრე-მაშველი, 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ჰესის ტერიტორიაზე ძალოვან ტრანსფორმატორს გაუჩნდდა, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს იმ ავზების გახსნა, რომელშიც ზეთი ესხა.
ამ დროისთვის ქუთაისში ყველა აბონენტს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძარი გუმათჰესზე დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა.