მალთაყვაში, ტყეში ახალგაზრდა მსაჯი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვაში, ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გარდაცვლილი ქართველი მსაჯი ილო ტუღუშია, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ემსახურებოდა, მათ შორის, მთავარ ლიგაშიც.

აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების წარმომადგენელმა ხვიჩა გაგნიძემ დაუდასტურა.
ხვიჩა გაგნიძე აცხადებს, რომ ილო ტუღუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებაში მუშაობდა და იგი სხვადასხვა რანგის საფეხბურთო მატჩის მსაჯი იყო.
მისი თქმით, ილო ტუღუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა, დანარჩენი დეტალები მისთვის უცნობია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები