“მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი “სოფლის მეურნეობა” იყოს”

პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს ”სოფლის მეურნეობა” და შემდეგ ”გარემოს დაცვა”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა.

მან ევროპულ პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ანალოგიური თანამიმდევრობა აქვთ ევროკავშირის 25 ქვეყანაში.

”სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი. საქართველო არის აგრარული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამინისტროს დასახელებაში პირველი იყოს ”სოფლის მეურნეობა” და შემდეგ ”გარემოს დაცვა”. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ვიზიარებთ. ევროკავშირის 25 ქვეყანას აქვს სწორედ ეს თანმიმდევრობა – სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რადგან ეს დარგისთვის არის გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ დასახელება”, – განაცხადა დანელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები