თამარ ხულორდავა რუმინეთის პარლამენტის სპეციალური ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ და რუმინეთის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ერთობლივი სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ანა ბირჩალმა რუმინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე ისაუბრეს და ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.

„საქართველოს და რუმინეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. საქართველო მუდმივად გრძნობს და ხედავს რუმინეთის მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული ინტერესების მიმართ როგორც ორმხრივი შეხვედრებისას, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში და შეხვედრებში მონაწილეობისას.

რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისთვის ემზადება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კოორდინირებულად ვიმუშაოთ, რათა უფრო წინ წავიწიოთ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღების ცენტრში კვლავ მოვაქციოთ საქართველო და ჩვენი ქვეყნის მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ანა ბირჩალმა თამარ ხულორდავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, 2018 წლის პირველ ნახევარში ბუქარესტში მიიწვია და გამოცდილების გაზიარების და კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ანა ბირჩალი სენატის და ქვედა პალატის სპეციალური ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც ხელმძღვანელობს რუმინეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის მოსამზადებელ საქმიანობას. კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები