„გაუნათლებელ ლუცენკოს იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი აქვს“ -სააკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენპროკურორ იური ლუცენკოს უკრაინის გენერალურ პროკურორად არ მიიჩნევს და დაკითხვაზე არ გამოცხადდება.
„გაუნათლებელ ლუცენკოს იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი აქვს. ის ნაცნობობით გახდა უკრაინის გენერალური პროკურორი. ის გასცემს ბრძანებებს, რომლებიც უკანონოა. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელმა გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე უკრაინის ე.წ. გენპროკურორმა. მე არ გამოვცხადდები ცრუ გენერალურ პროკურორთან, ის ოროსანია. ის არალეგიტიმურია. მე ის უკრაინის გენპროკურორად არ მიმაჩნია. მას არ აქვს იურიდიული განათლება, არ აქვს ღირსება და ნამუსი. მე მზად ვარ, მივიღო გამომძიებელი აქ, ბანაკში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად 24 საათი მისცა.