„როცა სახურავზე ვიყავი, საიდანღაც ამოძვრა მღვდელი, გამამხნევა, ლოცვები წაიკითხა“

როცა სახურავზე ვიყავი, საიდანღაც ამოძვრა მოძრაობის აქტივისტი მღვდელი, გამამხნევა, ლოცვები წაიკითხა – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.
„საინტერესო იყო, რომ როცა სახურავზე ვიყავი, ყველა მხრიდან გარშემორტყმული ვიყავი, საიდანღაც ამოძვრა მოძრაობის აქტივისტი მღვდელი, ვერ ვიცანი იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, ანაფორით დადის. ამოძვრა, ვუთხარი არ მომეკარო – მეთქი და რას ამბობ, ვერ მიცანი, მღვდელი ვარო. ამოვიდა, გამამხნევა, ლოცვები წაიკითხა იქ. იმათ უთხრა, არ მიეკაროთ, ხელი არ დააკაროთო. საიდანღაც გამოძვრა მღვდელი, როგორ გამოეპარა მათ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოეპარათ. ასე რომ, ჩემი აზრით, სახანძრო კიბით ამოძვრა და ისე გადმოვიდა სახურავზე. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. მინდა ვუთხრა საქართველოში ჩვენს მომხრეებს, ქართველებს, რა თქმა უნდა, უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან, მაგრამ ჩემი გული თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით“,-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები