აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აშშ თვალყურს ადევნებს სიტუაციას.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ჰეზერ ნოირეტმა განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე იზიარებს მათ გადაწყვეტილებებს.
„თვალს ვადევნებთ, რაც კიევში მოხდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს ვითარება. ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილოს ძალადობა, მისდიოს კანონის უზენაესობას და საერთაშორისო ვალდებულებებს. საქმის დეტალებს ვერ განვიხილავთ. ამაზე შეგიძლიათ უკრაინის მთავრობას ესაუბროთ. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ეს სხვა მთავრობებისთვისაც ბევრჯერ გვითქვამს, როდესაც ვინმეს აკავებდნენ. აუცილებელია, პროცესი შეესაბამებოდეს ქვეყნის კანონსა და დებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები